Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

Live @ ვიღაცის სახლში
28 აპრილი 2012
ამორალი (წერილი) cover
© Tabula Art 2012
28 აპრილს ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში (ყოფილი ,,რკინიგზელთა სახლი’’) ქართული ჯგუფების LANDMARK-ის და ZURGI-ის ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიება ტაბულა ART-ის ორგანიზებით მოეწყო. ორიგინალური კომპოზიციების გარდა შესრულდა 90-იანი წლების ქართული ჯგუფების ,,საბავშვო მედიცინა’’, ,,სახე’’ და ,,ამორალი’’ სიმღერების ქავერები, რომლებიც ტაბულა ART -ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოშვებული ალბომისთვის შეიქმნა. კონცერტი Forest-ის და Chring InLuv-ის ელექტრონული მუსიკის სეტით გაგრძელდა.
დავით ჩიხლაძე
“სარეპეტიციო ოთახში გადავედი საცხოვრებლად.ძველი დროიდან მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ერთხელ შემთხვევით საქართველოს TV ვნახე მეგობრის ლეპტოპზე და სირცხვილით სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ეგ სამყარო არ არის ჩემი. That’s all. Sorry”.
სტატიის დასაწყისში მოტანილ ამონარიდებს ერთმანეთისგან 20 წელი აშორებს. პირველი ქიშო გლუნჩაძის ალბათ ყველაზე უფრო ცნობილი სიმღერის ტექსტია, მეორე კი მის მიერ მოწერილი SMS-ის, რომელშიც ის ინტერვიუზე უარს გვითვლიდა.
ქიშოს ყოველთვის ქუჩაში გადავეყრებოდი ხოლმე. თბილისში არა, ნიუ იორკში. მგონი მეტროშიც კი შემხვედრია. მისი ტელეფონის ნომერი არ მქონია და არც მას ჰქონდა ჩემი. ასეთი გარანტირებული კონტაქტი ეტყობა არ გვჭირდებოდა. 1996 წელს ისთ ვილიჯში ვნახე, 1999 წელს ბრუკლინში. ერთხელ, ფული ვთხოვე და როცა მასესხა, თან ქინგს ჰაივეიზე რაღაც სამზარეულოში წამიყვანა, აქ ერთი აზერბაიჯანელი კაცი ყველაზე კარგ თევზის სუპს ამზადებსო. დამინახავს Barnes&Nobles წიგნების მაღაზიაში, როდესაც მთელი წელი კლასიკური მუსიკის და ოპერის შესწავლით იყო გართული. იატაკზე იჯდა ყურსასმენებით და თან ფოტოალბომებს ათვალიერებდა. მისი მეორე გატაცება ხომ ფოტოგრაფიაა, ასე მეუბნებოდა. 1985 წელს თბილისში ჩამოსული ბობ დილანის სურათიც გადაიღო. მწერალთა კავშირის შენობის წინ გაჩერებულ მანქანასთან მიიჭრა და სანამ დაცვა გონს მოეგებოდა, Mr. Dylan, I love you-ს ძახილით საკუთარი კერპი ფირზე აღბეჭდა.
რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში
თამაზ მჭედლიძე
მე მოვალ შენთან ყოველღამ, შენ იქნები ჩემი ხმა, მე მოგცემ შუქის ცალ ფაზას, სამ გენერატორს სხვადასხვას, გაზის ფეჩს და დროის მანქანას, ცხოვრების გზას და არცერთ ვიზას, ნავთის ფულს, ტურბოს ფითილს მრგვალს, სურვილს ერთს და 9 პრობლემას, არა ხელფასს, არა პენსიას, მამის ხელს და დედის თბილ კალთას, მეზობლის სუნს, თელასის ქვითარს და ერთ ორ ბნელ წამს საფიქრალს, 60 წუთს და 600 დოლარს ვალს, ფრთებს, ბორკილებს და ათას წვრილმანს, ცოტა ზღვას და უფრო ცოტა მიწას, აღდგომას და ახალი წლის ზავს, 2 შობას და 2 გიორგობას, 300 არაგველს და 9 ქალიშვილ დას, ბნელ კიბეს, ნათელ მომავალს.Afternoon Version – Kardena
90-იანების საქართველოში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. თუმცა პატარა ქვეყნის პირობაზე საკმაოდ ბევრი საინტერესო, თავისებურად განუმეორებელი სტილის მქონე ჯგუფის თუ შემსრულებლის მიუხედავად, მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე. ბევრი კონცერტი მახსოვს, რომელიც ინტერესს იწვევდა იქ გაჟღერებული მუსიკის, ტექსტების თუ ზოგადი განწყობის თვალსაზრისით. ჩანასახის მდგომარეობაში, მაგრამ მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურა თავისი გმირებით, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. და რაც მთავარია, ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი „როკვარსკვლავების“ შემოქმედება გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს“, რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა. რაღა თქმა უნდა, კვალში არ ვგულისხმობ დისკებს ან კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი ხომ საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა – უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის და Velvet Underground-ის შემდეგ უკვე სხვა იყო, ვიდრე მანამდე, პანკ რევოლუციის შემდეგ სხვა, ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი განსხვავებული ცხოვრების წესი დაამკვიდრა.
სოფო დავითური
მაგრად მივქარე – ჩაინავუმენს მივწერე, ლაივის მერე მოვალ ინტერვიუსთვის-მეთქი და თანხმობაც მივიღე, მაგრამ როგორც კი კონცერტი დამთავრდა, რატომღაც სახლში წავედი. სამაგიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ, ვარშავის ცენტრალურ სადგურზე, კრაკოვში მიმავალი ავტობუსის მოლოდინში, საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ამჯერად მაინც არ ვილაჩრებდი. მით უმეტეს, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული იყო – მქონდა მყარი გადაწყვეტილება, 5 საათი კითხვების დასახვეწად და საკმარისი ინფორმაცია.
მიშელ გურევიჩი, იგივე Chinawoman, რუსული წარმოშობის ტორონტოელი რეჟისორია. უფრო სწორად, რუსულ-ებრაული წარმოშობის, რაც მისი მშობლების კანადაში ემიგრირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ოჯახი ტორონტოს რუსულ კვარტალში ცხოვრობდა, მიშელი რუსულ საკვირაო სკოლაშიც დადიოდა და მისი პირველი ენაც რუსული იყო, თუმცა მის აქცენტს მშობლები ხუმრობით „ქართულს“ ეძახდნენ. დედამისი, ოდესელი ბალერინა და ინჟინერი მამა, როგორც ჩანს, დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით არ გამოირჩეოდნენ – ფრანგულ და იტალიურ სიმღერებთან ერთად პუგაჩოვას, კირკოროვს და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებს უსმენდნენ. როგორც მიშელი (ან მაშა) იხსენებს, ის იმდენად იყო გატაცებული რუსული პოპმუსიკით, რომ მთელი დღეები ძველ კასეტებს ატრიალებდა. კულტურული თვითგამორკვევის თუ თვითიდენტიფიცირების საკითხს მისი ემიგრანტი მეგობრები სხვაგვარად უყურებდნენ და საბჭოური მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ სიახლოვესაც არ გრძნობდნენ. თავად ის კი მხოლოდ რუსეთში ჩასვლის შემდეგ მიხვდა, რომ ამ კულტურასა და კულტურისადმი მის დამოკიდებულებას შორის ისეთივე სხვაობა იყო, როგორც ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას და ემიგრანტულ მითოლოგიას შორის. ბნელი წარსული იქით იყოს და თუ მიშელის რამდენიმე სიმღერას მაინც მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ხანდახან ახლაც შეახსენებს ხოლმე თავს ძველი გატაცება. აკი თავადაც ამბობს, რომ მისი მუსიკა, ერთი მხრივ, საბჭოთა მემკვიდრეობასთან სიახლოვემ და, მეორე მხრივ, ამ მემკვიდრეობის „გარედან“ აღქმამ წარმოშვა.